რეგიონალური შეხვედრა საბიუჯეტო ადვოკატირებაზე

20-22 თებერვალს ბათუმში გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის “ზიანის შემცირება მუშაობს -დააფინანსეთ!” ფარგლებში გაიმართა საბიუჯეტო ადვოკატირების სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი თემას აივის პრევენციისა და მკურნალობის სერვისების დაფინანსების დაგეგმვის და შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობის საშუალებების გაცნობა წარმოადგენდა. ტრენინგის ორგანიზატორი გახლდათ ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელი. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი პროექტის ადგილობრივი პარტნიორია და კოორდინაციას უწევს საქართველოში განხორციელებულ აქტივობებს. ამ შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყვნენ აივ-შიდსის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები 12-ზე მეტი ქვეყნიდან. ჯამში შეხვედრაში 100-მდე პირმა მიიღო მონაწილება, მათ შორის, ამ სფეროში საქართველოში მოღვაწე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც ღონისძიების ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს და რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.