‘’ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა’’

მრგვალი მაგიდა

 

23 მაისს, ‘’ნარკოტიკების მომხმარებელთა  და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა’’, ‘’ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის’’ მხარდაჭერით  სასტუმრო ‘’ჰოლიდეი ინ’’-ში მრგვალი მაგიდის შეხვედრა სახელწოდებით - ‘’ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა’’  გამართა. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები გახლდნენ ‘’გლობალური ფონდი’’, ‘’ფონდი ღია საზოგადოება საქართველო’’ და „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი“.

შეხვედრაში სათემო და საექსპერტო ჯგუფებთან ერთად,  მონაწილეობა მიიღეს ხელისუ-ფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლება.

დიალოგის პორცესი  აქტიურად გააშუქეს  სხვადასხვა მედია საშუალებებმა: 

საზ.მაუწყებელი    http://1tv.ge/ge/videos/view/184362/623.html

რადიო თავისუფლება - https://www.radiotavisupleba.ge/a/interview-with-davit-otiashvili/28504271.html

საზ.მაუწყებელი -  http://1tv.ge/ge/news/view/162037.html

wordpress - https://socreactive.wordpress.com/2017/05/23/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A/

ტვ იმედი - https://www.youtube.com/watch?v=EjkPFUA4XCw&feature=youtu.be

ობიექტივი - https://www.youtube.com/watch?v=oRXZjKWE304

საზ.მაუწ. - https://www.youtube.com/watch?v=zTS4jPsIDAQ&t=5s

Youtube (GeNPUD)  - https://www.youtube.com/playlist?list=PLeAUoy_Hc3Cl3V1CBX6Uq3ydw78QO7Wtn

Facebook live - https://www.facebook.com/CaRDPGEO/videos/2313991025491843/

 

https://www.facebook.com/CaRDPGEO/videos/vb.2047217502169198/2313996072158005/?type=2&theater

https://www.facebook.com/geohrn/videos/vb.1594449047549395/1824962707831360/?type=2&theater

https://www.facebook.com/geohrn/videos/vb.1594449047549395/1824959334498364/?type=2&theater

 

დღის წესრიგის გათვალისწინებით  შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხთა შორის  წარმოდგენილი იყო: საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის სიტუაციური ანალიზი, ნივთიერება დამოკიდებულ პირთათვის საჭირო სამედიცინო პროგრამების  გაუმჯობესება, გარდამავალი გეგმის ფარგლებში არსებული საჭიროებები და გამოწვევები, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის  მიერ ინიცირებული  საკანონმდებლო კანონპროექტი და  ყველა სხვა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჰუმანური ნარკოპოლიტიკის დამკვიდრების პორცესში - სასიცოცხლო მნიშვნელობას სძენს სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობას.

  შეხვედრის საპრეზენტაციო ფორმატის ფარგლებში, მოხსენებებით წარსდგნენ :

1) ირმა ხონელიძე - გარდამავალი პერიოდი - შესაძლებლობები და გამოწვევები ზიანის  შემცირების  სერვისებისთვის. (ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე)

2)  ხათუნა თოდაძე - წამალდამოკიდებულების მკურნალობა საქართველოში: არსებული პროგრამები და გამოწვევები. (ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი)

3)დავით ოთიაშვილი - ნარკოლოგიური სერვისების განვითარება და საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის კონცეფცია  ( ‘’ალტერნატივა ჯორჯიას’’ ხელმძღვანელი’’)

4) კონსტანტინე ლაბარტყავა - სათემო ორგანიზაციების როლი ნარკოტიკების მომხმარებელთათვის ზიანის შემცირების, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და სოციალური მომსახურების ხარისხის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში ( ‘’ახალი ვექტორის’’ ხელმძღვანელი)

5) მედეა ხმელიძე - CEDAW რეკომენდაციები საქართველოს მიმართ ნარკომომხმარებელი ქალების ზიანის შემცირების სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით (‘’ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი’’)

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილე პირთა მიერ გაცხადებული მოსაზრებათაგან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი  კაკი ზოიძის მხრიდან დაფიქსირებული ზოგადი პოზიცია - ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუციებლობის შესახებ. მისივე განმარტებით, ამ პროცესების აქტიურ ფაზაში შესაყვანად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება - ნარკოპოლიტიკაზე ცნობიერების ამაღლების გზით და პარალელურად, სახელმწიფო ხელისფლების მჭიდრო თანამშრომლობა სათემო/არასამთავრობო  ორგანიზაციებთან.  

მრგვალი მაგიდაზე საუბარი შეეხო ზიანის შემცირების, ჩანაცვლებითი თერაპიის, სამედიცინო და სოციალურ სერვისებში არსებულ ბარიერებს. შემდგომი თანამშრომლობისა და არსებული ბარიერების აღმოფხვრის მიზნით ჯანმრთელობის სამინისტროსთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.

       შეხვედრის ოფიციალური ნაწილის  დასრულების  შემდეგ,  ღონისძიების ფორმატის გათვალისწინებით,  ზემოაღნიშნულ საკითხებზე დისკუსიაც გაიმართა.  საერთო   ჯამში - ‘’მრგვალი მაგიდის’’ შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. აქვე, ყველა მხარემ ხაზგასმით  დააფიქსირა  მსგავსი ფორმატის შეხვედრების  სამომავლოდ გამართვის  აუცილებლობა, და ამ პროცესებში აქტიური წარმომადგენლობითი ჩართულობა.