ზიანის შემცირების საერთაშორისო კონფერენცია მონრეალში

 

14-17 მაისს ჩატარდა  ზიანის შემცირების საერთაშორისო  კონფერენცია ქ.მონრეალში, კანადაში კონფერენცია ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს. კონფერენციაზე ფართო საზოგადოების წინაშე ხდება წარდგინება იმ პროგრამული მიღწევების და კვლევის შედეგების შესახე, რასაც ქვეყნები აღნიშნულ დარგში ახორციელებენ.

ზიანის შემცირების პროგრამის დირექტორის მაკა გოგიას მიერ კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენება საქართველოში ნალოქსონის პროგრამის შესახებ: ,,Increasing accessibility to Naloxone and medical care through community based interventions in Georgia"

პრეზენტაციაში ასახული იყო ნალოქსონის პროგრამის ამოქმედების დღიდან დღემდე არსებული მიღწევები, ეფექტურად განხორციელებული საადვოკაციო აქტივობები, რომელმაც განაპირობა ხელმისაწვდომობის გაზრდა ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატზე, რომელმაც ასეულობით სიცოცხლე გადაარჩინა. პირველ რიგში, ეს მიღწვები დამსახურებაა პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების - "ახალი გზა"Dali UsharidzeZaza Karchkhadze Nana Darsavelidze ."ახალი ვექტორი" Koka Labartkava Lasha Abesadze ,"ნაბიჯი მომავლისაკენ " Ketevan Bidzinashvili,"ქსენონი" Nino Janashia,"იმედი" Zoria Tsurtsumia ,"ჰეპა პლუსი" Manana Sologashvili ,"ფენიქსი" Otari Jijieshvili Enri Maminashvili ,"ორდუ", Vakhtang Gamsakhurdia; ზურა დანელიას კავშირი თანადგომა" Manana Minjia Maiko Baratashvili ,"აკესო" Irakli Irakli Kirtadze Ekaterine Gardapkhadze რომლებიც არაერთი სირთულის მიუხედავად გულმოდგინედ ახორციელებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას ნიმ-ებისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, თავად თემის წევრების და თანასწორგანმანათლებლების წვლილი აღნიშნული ინტერვენციის წარმატებულად განხორციელებისთვის და რაც მთავარია განსაკუთრებული მადლობა გლობალურ ფონდს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაწეული დახმარებისთვის.

კონფერენციის გახსნისას მომხსენებლების მიერ გლობალური მდგომარეობის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით გაჟღერდა არაერთი საინტერესო მესიჯი: ყოველწლიურად ქვეყნები 100 მილიარდზე მეტს ხარჯავენ ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიებზე, თუმცა შედეგად ძალიან მცირედ მცირდება ნარკოტიკებზე მოთხოვნა და მცირედ ზარალდებიან ნარკომოვაჭრეებიც. ამ თანხის სულ რაღაც 10% რომ დაიხარჯოს ზიანის შემცირებაზე, 2020 წლისთვის აივ/შიდსის ეპიდემია აღმოიფხვრება, დრამატულად შემცირდება ზედოზირებით გარდაცვალების რიცხვი. მაგ. 2014 წლიდან დღემდე კანადაში 327% გაიზარდა ზედოზირებითგარდაცვლილთა რიცხვი; ამერიკაში 137%; დიდ ბრიტანეთში 64% ; ავსტრალიაში 61%. ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის ეს სტატისტიკა სამწუხაროდ არ არსებობს.

კონფერენციის გახსნისას სიტყვით გამოვიდა კანადის ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც ადგილობრივმა აქტივისტებმა საპროტესტო დახვედრა მოუწყვეს. მინისტრს მოუწია  ხმაურის და უხვად გაშლილი პლაკატების ფონზე  გამოსვლა, რომელიც ჩემდა გასაკვირად, შესაშური სიმტკიცით მაინც წარმოადგენდა ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის სახელმწიფოს მიეწ გატარებულ ინტერვენციებს და სამომავლო გეგმებს, რაც ჩვენთვის უკვე ნამდვილად სანატრელია. აქტივისტები სკანდირებდნენ ხმამაღლა: ,,თქვენ საუბრობთ, ჩვენ კი ვკვდებით". აქტივისტების მოთხოვნები ასეთია:
1. გაიხსნას სასწრაფოდ უსაფრთო ინექციის საიტები კანადის მასშტაბით; (მინისტრმა უკვე დაუდასტურა, რომ წლის ბოლომდე ასეთი 4 საიტი გაიხსნება, მათ შორის 2 მონრეალში);
2. საჩქაროდ უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ოპიატებზე დამოკიდებულთა მკურნალობაზე;
3. ჩართეთ ნარკოტიკების მომხმარებლები, როგორც ძირითადი დაინტერესებული პირები ნარკოპოლიტიკის ცვლილების პროცესში. დააფინანსეთ თემის წევრები, რომ მათ თვითონ შეძონ თავისი უფლებების დაცვა და ადვოკატირება;
4. მოახდინეთ ადამიანების ცხოვრების დეკრიმინალიზაცია. გააკეთეთ ნარკოტიკის ბაზრის რეგულაცია და ნარკოტიკების ლეგალიზაცია.

კონფერენციაზე გაკეთდა არაერთი საინტერესო მოხსენება მსოფლიოში ზიანის შემცირების სფეროს საერთაშორისო ექსპერტების მიერ. წარმოდგენილი იყო 80-მდე ქვეყნის დელეგაციის 1500-მდე წარმომადგენელი. ძირითადი სიახლე რაც კონფერენციის მსვლელობისას გამოიკვეთა, ეს არის მზარდი საჭიროება უსაფრთხო ინექციის ოთახების შესაქმნელად იმ ქვეყნებში, სადაც ნარკოტიკების ინექციური მოხმარება კვლავ მზრდად პრობლემად რჩება. კანადის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კანადაში წლის ბოლომდე გაიხსნება 4 ასეთი ცენტრი. აღინიშნა, რომ  უსაფრთხო ინექციის ოთახები დღეს მსოფლიოს 9 ქვეყანაშია. ასეთი ცენტრების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ ხდება ნარკოტიკის ინექცია. სპეციალისტები საჭიროებისას ასწავლიან როგორ ჩაიტარონ ინექცია ისე, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. რაც მთავარია საჭიროების შემთხვევაში ნარკომომხმარებელს დაეხმარებიან ზედოზირებისას, აქვთ ნალოქსონი და ყველა საჭირო პრეპარატი და აღჭურვილობა ვენების მოსავლელად და უსაფრთხო ინექციისთვის. ვარაუდობენ, რომ ასეთი ოთახების რაოდენობა მსოფლიოში 2018 წლამდე რამდენჯერმე გაიზრდება.

ზიანის შემცირების კონფერენციაზე მოხდა ინოვაციის წარმოდგენა - შეიქმნა ნარკოპოლიტიკის მუზეუმი. ის პრაქტიკულად წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშებისგან შემდგარ მოძრავ საცავს, სადაც სხვადასხვა ხელით შექმნილი ექსპოზიციითა და ნახატებით გადმოცემულია ის შედეგები, რასაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ადამიანებს აყენებს. მუზეუმი პირველად 2016 წელს შეიქმნა ფონდ ღია საზოგადოების მხარდაჭერით და მისი პირველი წარმოდგენა მოხდა ნიუ-იორკში. მუზეუმი ეტაპობრივად ყველა ქვეყანას შემოივლის და კიდევ უფრო გამდიდრდება სხვაფასხვა საინტერესო ნამუშევრებით.