მრგვალი მაგიდა "ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები"

2017 წლის 28 ივნისს, ასოციაცია "ქსენონის" მიერ გამართული მრგვალი მაგიდა "ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები", ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 
შეხვედრას, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო სტუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისა, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც ნარკოტიკების მომხმრებელთა კრიმინალიზაციას ახდენს და აიძულებს მათ თავი აარიდონ სოციალური და სამედიცინო სერვისებით სარგებლობას. 
შეხვედრაზე, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა - კახა კვაშილავამ, მოწვეულ აუდიტორიას გააცნო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივი კანონის პროექტი, რომელიც ინიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტში და ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას ისახავს მიზნად.

იხილეთ ვიდეო - https://www.facebook.com/Xenon2004