ჰეპატიტების მსოფლიო დღე 2017

კამპანია დაიგეგმა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD), პაციენტთა საკონსულტაციო საბჭოს (GeCAB) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) წევრი ორგანიზაციების მიერ. კამპანიის დაგეგმვა მოხდა მიზნების, აუდიტორიის, გზავნილებისა და მოწოდებების ფორმირებით, კამპანიის ძირითადი კომპონენტების იდენტიფიცირების და ამ კომპონენტების განხორციელების ჯგუფებში დაგეგმვის შედეგად.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც C ჰეპატიტის სრული აღმოფხვრა, ანუ ელიმინაცია უნდა მოახდინოს. ელიმინაციის პროგრამაზე მუშაობისას, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების მიერ და ავტორიტეტული კვლევების თანახმად გაკეთდა რეკომენდაცია, მკურნალობის პროგრამაში ნარკოტიკის მომხმარებლების პრიორიტეტულად ჩართვასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის ამ ჯგუფში ინფექცია ყველაზე მეტადაა გავრცელებული, იმისათვის, რომ ქვეყანაში ინფექციის ელიმინაცია მოხდეს, საჭიროა ნარკოტიკის მომხმარებლების 90%-ის მკურნალობის პროგრამაში ჩართვა.

ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ნარკოტიკის მომხმარებელი განიცდის დევნას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მაღალია საპატიმრო სასჯელის გამოყენების სტატისტიკა. ასევე მაღალია C ჰეპატიტის გავრცელება საპატიმრო დაწესებულებებში. ზიანის შემცირების პროგრამებისთვის გართულებულია ნარკოტიკის მომხმარებლებზე წვდომა და მათთვის C ჰეპატიტის პრევენციული სერვისების მიწოდება. შესაბამისად, არსებული ნარკოპოლიტიკა ხელს უწყობს ინფექციის დონის ზრდას მოსახლეობის ამ ჯგუფში.

სწორედ ამიტომ, წლევანდელი კამპანია აქცენტს სწორედ ნარკოტიკის მომხმარებლების C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის საჭიროებებზე აკეთებს. მიმდინარე წლის კამპანიის ფოკუსი ასევე მიმართულია სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერისკენ და მეორეს მხრივ სამოქალაქო საზოგადოება მიმართავს სახელმწიფოს გაითვალისწინოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ( TAG), რათა მათ მოახდინონ პროგრამის დროული და ეფექტური განხორციელება დისკრიმინაციის გარეშე და უფასოდ შესთავაზონ პაციენტებს დიაგნოსტირება/მკურნალობა, მკურნალობის დამყოლობის მხარდამჭერი პროგრამების ამუშავება.   წლევანდელი კამპანიის ფარგლებში მნიშვნელოვანია პაციენტთა მკურნალობაზე განათლებისკენ მიმართული ღონისძიებები. 

კამპანიის მიზანი:

- ზიანის შემცირების  მიდგომების ინტეგრირების ხელშეწყობა ელიმინაციის პროგრამაში.

აუდიტორია:

1. ელიმინაციის პროგრამაში ჩართული მხარეები (სამინისტრო, NCDC, Gilead, USCDC, პროვაიდერები, WHO )

2. ნარკოპოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურები  

3. საზოგადოება, მათ შორის პაციენტები

გზავნილები:

  1. პაციენტებს უჭირთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მონიტორინგის ფასის გადახდა. საჭიროა ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების აღმოფხვრა, რათა მოხდეს გამოვლენილი პაციენტების ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა.
  2. ნიმ-ების მკურნალობა უნდა ხდებოდეს ზიანის შემცირების სერვისების ბაზაზე იმისათვის, რომ გამოვლენა და მკურნალობა იყოს ეფექტური, მოხდეს რეინფექციის პრევენცია.  
  3. საჭიროა პაციენტებში ცოდნის დონის ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა (პაციენტთა სკოლები)
  4. იმისათვის, რომ ქვეყანაში მოხდეს C ჰეპატიტის ელიმინაცია, პირველ რიგში უნდა მოხდეს ყველა ნიმ-ის დიაგნოსტირება და მკურნალობა. არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში ეს მიუღწეველი მიზანია. საჭიროა ნარკოპოლიტიკის დაუყოვნებელი ცვლილება.

სლოგანები:

კამპანიის სახელწოდება

ზიანის შემცირება + დეკრიმინალიზაცია  = ელიმინაციას

კამპანიის კომპონენტები:

- ეროვნულ  კონფერენციაში მონაწილეობა პრეზენტაციით (რომელშიც გავშლით კამპანიის იდეას და ვაჩვენებთ კამპანიის ისტორიას)

- ქუჩის საინფორმაციო  აქცია - ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭრის მიზნით .პაციენტები და მათი მხარდამჭერები მიმდინარე პროგრამის შესახებ ავრცელებენ პრაქტიკულ ინფორმაციას ბროშურის სახით.

-  5 ქალაქში მობილური ამბულატორიებით ტესტირება. ( ტესტები, საჭიროება) ( ზოგ რეგიონში შესაძლებელია 2 დღიანი გასვლები)

- რეგიონალური  მრგვალი მაგიდები

- მუშაობა მედიასთან;

- სოციალური მედიის მიმართულება;

- პრომომასალები;

განხორციელებული ღონისძიებები:

  • 28 ივლისს 19:00 სთ-ზე თბილისში რუსთაველის მეტროდან პარლამენტის შენობამდე გაიმართა აქცია/ მსვლელობა, რომლის  მიზანს წარმოადგენდა პაციენტებისა და ზოგადად მოსახლეობის ინფორმირება C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. აქციის ფარგლებში მოხდა მოსახლეობის ზეპირი ინფორმირება და საინფორმაციო მასალის გავრცელება, რომელიც მოიცავს, როგორც კამპანიის მიზნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე ერთგვარი გზამკვლევია პაციენტებისთვის ელიმინაციის სახელმწიფო  პროგრამაში ჩასართავად. მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია იმ პროცედურის შესახებ, რომელიც პაციენტმა უნდა გაიაროს მკურნალობის კურსის დაწყებამდე. კერძოდ, პროგრამაში არსებული კრიტერიუმების, მასში მოსახვედრად გასავლელი ეტაპების, მკურნალობის ხანგრძლივობისა და დაფინანსებების შესახებ. ასევე ზოგადი ინფორმაცია როგორც დაავადების, ისე ქვეყანაში მისი გავრცელებისა და პრევალენტობის შესახებ.

  • კვირეულის ფარგლებში, ისევე როგორც 28 ივლისს მობილირული ამბოლატორიებით C ჰეპატიტზე სკრინინგი ზოგადი პოპულაციისთვის ჩატარდა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა გაეგო საკუთარი სტატუსის შესახებ. მობილური ამბულატორიების პერსონალის და აქციის მონაწილეების მიერ მოხდა ტესტირებული ადამიანების გადამისამართება სპეციალურ კლინიკებში.

ეროვნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს 8 ქალაქში ანალოგიური ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივ დონეზე ღონისძიებებს ორგანიზება გაუწია ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD), პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭოს (GeCAB) წევრმა თვითორგანიზაციებმა და საინიციატივო ჯგუფებმა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) წევრმა ორგანიზაციებმა:

ა/ო „ნაბიჯი მომავლისკენ“ (გორი, თელავი)

ა/ო „ახალი გზა“ (ქუთაისი, სამტრედია, თბილისი)

ა/ო „რუბიკონი“ (ქუთაისი)

ა/ო „ქსენონი“ (ზუგდიდი)

ა/ო „ორდუ“ (ფოთი)

ა/ო „იმედი“ (ბათუმი)

ა/ო „თანადგომა“ (ბათუმი)

ა/ო „ფენიქსი 2009“ (ოზურგეთი)

ა/ო „აკესო“ (თბილისი)

ა/ო „ჰეპა პლიუსი“ (თბილისი)

ა/ო „ახალი ვექტორი“ (რუსთავი, თბილისი)

GeNPUD, GHRN და GeCAB ის ორგანიზებით გამართულ ეროვნული კამპანიის ფარგლებში მოხდა მასმედიის საშუალებების მობილიზება ქსელის მედია კოორდინატორის მარინა ასათიანის მიერ. კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა პრესის, ტელევიზიის და ინტერნეტ მედიის საშუალებებით: 

ივენთის გვერდი - https://www.facebook.com/events/864371663727734/?active_tab=about

რუსთავი 2  - https://www.youtube.com/watch?v=Q5STGFd6tBw&feature=youtu.be

საზოგადოებრივი რადიო 1 - http://radio1.ge/ge/videos/view/187496.html

ექსპრესნიუსი - http://www.epn.ge/?id=49722

საზოგადოებრივი მაუწყებელი - http://1tv.ge/ge/news/view/171878.html

იმედინიუსი - http://imedinews.ge/ge/saqartvelo/21511/saqartveloshi-hepatitebis-msoplio-dgis-agasanishnavad-konperentsia-gaimarta

საზოგადოებრივი პორტალი - http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=56428

ლაივპრესი - http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/20135.html

აჭარის ტელევიზია - http://ajaratv.ge/news/ge/18120/-hepatittan-brdzolis-saertashoriso.html

ირმა კახურაშვილის ბლოგი - https://socreactive.wordpress.com/2017/07/28/%D0%B2-%D1%82%D0%B1%D0%B8%D0%BB%D0%B8%D1%81%D0%B8-%D0%BE%D1%82%D0%BC%D0%B5%D1%82%D0%B8%D0%BB%D0%B8-%D0%B4%D0%B5%D0%BD%D1%8C-%D0%B1%D0%BE%D1%80%D1%8C%D0%B1%D1%8B-%D1%81-%D0%B3%D0%B5%D0%BF%D0%B0/

აქციის ვიდეო - https://www.facebook.com/nofear.ge/videos/1898983747039100/?hc_ref=ARRnE7uJVP6PZ5liUjjDWx3w_7_w2ZTm6loIoIcKQMvV0nAG7qbvzSplrzcKYMNEbhI&pnref=story.unseen-section

იბერია ტვ - https://www.youtube.com/watch?v=yiHg9wmwYVs

NCDC - http://www.ncdc.ge/Home/Article/10972

რადიო თავისუფლება - https://www.radiotavisupleba.ge/a/saubari-in-inaridzestan-da-maia-kajaiastan/28645622.html

პულსი - https://www.facebook.com/pulsitv/videos/675355945983742/?hc_ref=ARRBuVu3N8EvKdwaBTXvUskfRAqS2pwCWh5yPQkpWT5j-L40QeXdZZkifEb8jciXjuc

 რადიო თავისუფლება - https://www.radiotavisupleba.ge/a/tavisuplebis-erti-saati/28651058.html

ეროვნული კამპანიის ორგანიზატორები მადლობას უხდის მხარდამჭერ ორგანიზაციებს:

„გლობალური ფონდი“

„მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი“

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“