ზიანის შემცირების სასწავლო ტურები

 

2016-2017 წლებში “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” ორგანიზებას უწევს სასწავლო ტურებს  ხელისუფლებისა და არა-სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, რათა მათ შეისწავლონ ზიანის შემცირების პროგრამების ორგანიზებისა და დაფინანსების საკითხები მეზობელ ქვეყნებში, სადაც ეს პროგრამები დიდი ხნის წინ შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს. სასწავლო ტურების ორგანიზება ხდება რეგიონული პროგრამის “ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ!” ფარგლებში, რომელიცშიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს რეგიონში ზიანის შემცირების პროგრამების მდგრადი დაფინანსებისათვის ადვოკატირება და ამ პროგრამების, მათ შორის არა-რეპრესიული ნარკოპოლიტიკის განხორციელებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

2017 წლის 10-14 სექტემბერს “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” “ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსთან” ერთად ორგანიზებას უწევს სასწავლო ტურს პორტოში, (პორტუგალია), საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის.

სასწავლო ტური მიზნად ისახავს მონაწილეებისათვის ზიანის შემცირების პროგრამების შექმნასთან, დაფინანსებასა და ფუნქციონირებასთან და აგრეთვე, ნარკოპოლიტიკასა და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული გამოცდილების გაცნობას.

სასწავლო ტურის ამოცანებია:

  • ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების მექანიზმების შესწავლა;
  • ნარკოპოლიტიკისა და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის სტრატეგიების შესწავლა;
  • ზიანის შემცირების სერვისების უზრუნველყოფის მექანიზმების შესწავლა;
  • ზიანის შემცირების პროგრამების მართვაში, დაფინანსებასა და განხორციელებაში მთავრობის წვლილის შესწავლა, მათ შორის “გადარწმუნების კომისიის” მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;

 

სასწავლო ტურის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და საველე ვიზიტები:

  • შეხვედრები შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დაწესებულებებთან, რომელთა პასუხისმგებლობაში შედის ზიანის შემცირების პროგრამების მართვა, განხორციელება და დაფინანსება;
  • შეხვედრები “გადარწმუნების კომისიის” თანამშრომლებთან და პოლიციასთან, ნარკოპოლიტიკის, ნარკოტიკების მოხმარების დიაგნოზირების, მკურნალობისა და პრევენციის საკითხების განსახილველად;
  • შეხვედრები ზიანის შემცირების პროგრამის სერვისის პროვაიდერებთან და განმახორციელებლებთან, როგორც სამთავრობო ისე არა-სამთავრობო სექტორში;
  • საველე ვიზიტები სერვისის პროვაიდერებთან (შპრიცებისა და ნემსების პროგრამა, ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპია, აუთრიჩი, სარეაბილიტაციო ცენტრები და ა.შ.), შეხვედრები ზიანის შემცირების პროგრამის კლიენტებთან.

 

სასწავლო ტურების დელეგაციები დაქვეყნები სადაც ვიზიტები უკვე განხორციელდა რეგიონალური პროექტის ფარგლებში, (მასპინძელი პარტნიორები და თარიღები):

  • ლიტვის დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში,ციხის პირობებში ზიანის შემცირების პროგრამების, კერძოდ კი ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამის გაცნობის მიზნით (2016 წლის მაისი); მასპინძელი პარტნიორი - ესტონეთის იუსტიციის სამინისტრო; დელეგაციის შემადგენლობა - ლიტვის იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციალური დეპარტამენტის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების, ზიანის შემცირების ცენტრების წარმომადგენლები;
  • მოლდოვას დელეგაციის ვიზიტი პოლონეთში, ზიანის შემცირების პროგრამის განხორციელებისა და დაფინანსების გაცნობის მიზნით (2016 წლის სექტემბერი); მასპინძელი პარტნიორი - ნარკოტიკების პრევენციის ეროვნული ბიურო; დელეგაციის შემადგენლობა - ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების, ეროვნული სამედიცინო სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები;
  • ბელარუსიის დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების გაცნობის მიზნით (2016 წლის ოქტომბერი); მასპინძელი პარტნიორი - არა-სამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “SANANIM”; დელეგაციის შემადგენლობა - ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების, ჰიგიენის, ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის, ქ.მინსკის აღმასრულებელი ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები;
  • ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტი ირანში, ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების გაცნობის მიზნით (2016 წლის ოქტომბერი); მასპინძელი პარტნიორი - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენლობა ირანში; დელეგაციის შემადგენლობა - ჯანდაცვისა და ეროვნული ეკონომიკის სამინისტროების, შიდსთან ბრძოლისა და პრევენციის რესპუბლიკური ცენტრის, ფსიქიატრიაში, ფსიქოთერაპიასა და ნარკოლოგიაში გამოყენებითი კვვლევის რესპუბლიკური ცენტრის წარმომადგენლები;
  • საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების გაცნობის მიზნით (2017 წლის თებერვალი); მასპინძელი პარტნიორი - არა-სამთავრობო ორგანიზაცია “SANANIM”; დელეგაციის შემადგენლობა: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები;
  • ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში, ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების გაცნობის მიზნით (ვიზიტი დაგეგმილია 2017 წლის მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში); მასპინძელი პარტნიორი - აივ/შიდსის ალიანსი ინდოეთში; დელეგაციის შემადგენლობა - ჯანდაცვის სამინისტროს, ნარკოლოგიის კლინიკური რესპუბლიკური ცენტრის, შიდსის რესპუბლიკური ცენტრის, დუშანბეს ჯანმრთელობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 

ძირითადი შედეგები:

სასწავლო ტურების მონაწილეებისაგან მიღებული არა-ფორმალური და ფორმალური უკუკავშირის შესაბამისად, სასწავლო ტურები წარმოადგენს უაღრესად სასარგებლო შესაძლებლობას მოანწილეებისათვის ზიანის შემცირების პროგრამების ფუნქციონირების შემდეგი ძირითადი პრინციპების გასაცნობად, რაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ზიანის შემცირების პროგრამების მართვისათვის: ზიანის შემცირების სტრატეგიული დაგეგმვა და ზიანის შემცირების პროგრამების ადგილი ჯანდაცვისა და სოციალური მზრუნველობის სისტემებში ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე; ზიანის შემცირების პროგრამების ბიუჯეტირება და დაფინანსება; დაფინანსების მექანიზმები, რომლებსაც სხვადსხვა ქვეყნები იყენებენ ზიანის შემცირების პროგრამების, ზიანის შემცირების სერვისების მიმწოდებლების, მათ შორის არა-სამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად; ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ზიანის შემცირების პროგრამებისათვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად. სასწავლო ტურების ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან არა მხოლოდ თეორიას პირველწყაროდან - ორგანიზაციებისგან, რომლებიც ზიანის შემცირების პროგრამის დაგეგმას, განხორციელებასა და დაფინანსებას უზრუნველყოფენ, არამედ ახორციელებენ ადგილზე პროგრამების ფუნქციონირების შესწავლას.სასწავლო ტურის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ეროვნული და ადგილობრივი რეგულაციები და ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელების სტრატეგიები შეცვალონ რეგიონში და რეგიონის გარეთ არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო ტურები ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუშაობის პროცესში ადვოკატირების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია.