მრგვალი მაგიდა - კვლევის შედეგების წარდგენა

30 იანვარს, სასტუმრო “Holiday Inn”- ში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომლის მიზანს წარმოადგენდა გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენადა შედეგებზე დაყრდნობით ყველა დონის დაინტერესებულ მხარეებს შორის დისკუსიის ინიცირება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სუბ. კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, შიდსის ცენტრიდან, პროგრამის ბენეფიციარები და აქტივისტები. სულ 43 მონაწილე. ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა აივ/შიდსის პროგრამის დირექტორი მაკა გოგია.