ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მონაწილეობა აივ/შიდსის და ჰეპატიტების საერთაშორისო კონფერენცია

16-18 მაისს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში ჩატარდა მე -  14 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:ვირუსული ჰეპატიტები, აივ-ინფექციასთან დაკავშირებული კო-ინფექციები და ღვიძლის დაავადებები 

კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელმა გურანდა ჯიქიამ, მის მიერ წარმოდგენილ იქნა თეზისი თემით: „C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა - მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის ბარიერები“. თეზისში ასახული იყო ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში C ჰეპატიტზე ტესტირების პრაქტიკა და შედეგები, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის ბარიერები. ასევე აღნიშნულ იქნა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებაში გლობალური ფონდის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი. 

შეხვედრაზე გაკეთდა არაერთი საინტერესო მოხსენება მონაწილე ქვეყნების ექსპერტების მიერ, წარმოდგენილი იყო 20-მდე ქვეყნის 120 წარმომადგენელი.  პრეზენტაციებით წარმოდგენილ იქნა: ქვეყნების ეპიდსიტუაციები, C ჰეპატიტზე ტესტირების ახალი სტრატეგიები, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, აივ-თან კოინფექცია და მკურნალობის

თავისებურებებები, C ჰეპატიტის მკურნალობის ბარიერები და მიღწევები, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებშიC ჰეპატიტის მკურნალობის გამოწვევები.

კონფერენციის პირველი დღის დასასრულს გაიმართა პოსტერების პრეზენტაცია, სპეციალურად განკუთვნილ სტენდზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა კვლევის აბსტრაქტები წარმოადგინეს პოსტერის სახით, 20 - მდე პოსტერიდან კომისიის მიერ შერჩეულ იქნა 5 საუკეთესო პოსტერი, რომელთა შორის მოხვდა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი პოსტერი. კონფერენციის მეორე დღეს გურანდა ჯიქიამ გააკეთა თეზისის სიტყვიერი პრეზენტაცია, აბსტრაქტის თემა საინტერესო აღმოჩნდა კონფერენციის მონაწილეებისთვის, დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა, გაიმართა ინტერაქტიული დისკუსიები.