English
  • 25 აპრილს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში შეხვედრა გაიმართა, სადაც ‘მსოფლიო ექიმები საფრანგეთი’ - საქართველოს წარმომადგენლობის (MdM) მიერ წარმოდგენილი იქნა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის თანასწორგანმანათლებელთა მხარდაჭერაზე დაფუძნებული მკურნალობის საპილოტე პროექტის წინასწარი შედეგები. შეხვედრას ზიანის შემცირების ქსელში შემავალი ორგანიზაციების რეგიონალური და თბილისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
  • 27 აპრილს საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდა. პლატფორმის შექმნის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე დაინტერესებულმა მხარეებმა რუმს ჰოთელ თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. ამჟამად საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაში 33 არასამთავრობო ორგანიზაცია და მოძრაობაა გაწევრიანებული.
  • Региональная программа «Снижение вреда работает – обеспечьте финансирование!» была разработана Евразийской сетью снижения вреда (ЕССВ) по приглашению Глобального фонда по борьбе со СПИДом, туберкулезом и малярией (Глобальный фонд) принять участие в конкурсе в качестве кандидата первого этапа Новой модели финансирования. Цель и задачи программы направлены на снижение темпов распространения эпидемии ВИЧ-инфекции в Восточной Европе и Центральной Азии посредством активизации усилий по адвокации в об
  • 26 ივნისს „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ ნარკოტკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა გამართა საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან საადვოკაციო კამპანია „ჩემი რეპრესია - შენი რეგრესია“-ს ფარგლებში. აქციის მთავარი გზავნილი იყო: კანონი კლავს! მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად.
მთავარი > სიახლეები
გაეროს UNAIDS პროგრამების საკოორდინაციო საბჭოს რიგით 38-ე სხდომა
28-30 ივნისს ქ. ჟენევაში  გაეროს UNAIDS პროგრამების საკოორდინაციო საბჭოს რიგით 38-ე სხდომა გაიმართა, სადაც თემატურ სეგმენტში ,,სამოქალაქო სექტორის როლი აივ/შიდსის წინააღმდეგ“ ზიანის შემცირების პროგრამის დირექტორი მაკა გოგია საქართველოში აივ/შიდსის პროგრამის შესახებ მოხსენებით გამოვიდა. 
ვრცლად...
26 ივნისის აქცია - „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის“აღნიშვნა საქართველოში
2016 წლის 26 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 19:00 სთ-ზე „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) ორგანიზებით რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მიზანი იყო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამცირებლად, რომ მოხდეს დაბალანსებული, მტკიცებულებებზე და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება.
ვრცლად...
პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში
26 ივნისს, თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში  „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) და ,,ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD)  ორგანიზებით  პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა   მიეძღვნა „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციებისთვის ტრადიციულად რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ იქცა. 
ვრცლად...
შეხვედრა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში

   23 ივნისს, ზიანის შემცირების საქართელოს ქსელის ოფისში   შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პორტფლი მენეჯერთან ცოვინარ საკანიანთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის გასვლის შემდგომ სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების აღების  საკითხში მდგრადობას და გარდამავალი გეგმის შემუშავებაში სამოქალაქო სექტორის ჩართვის შესაძებლობებსა და მნიშვნელოვნებას.

ვრცლად...
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
2016 წლის 15 ივნისს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 83- სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას მოხდა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის მდგრადობის გეგმის მონახაზის შესახებ, დამტკიცდა საზედამხედველო კომიტეტის ახალი შემადგენლობა, მოსმენილ იქნა ინფორმაცია გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსის შესახებ.
ვრცლად...
არასამთავრობო ორგანიზაციების როლი აივ/შიდსის და ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობაში

3 ივნისსსასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“  ,,ზიანის  შემცირების   საქართველოს ქსელის“  ორგანიზებით  მრგვალი მაგიდა თემაზე ,,არასამთავრობო ორგანიზაციების როლო აივ/შიდსის და ჰეპატიტის პრევენციასა და მკურნალობაშიგაიმართა. შეხვედრას, რომელიც შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღნა 40-მდე სამთავრობო, სათემო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრო. მრგვალი მაგიდის მსვლელობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული  მდგომარეობა, გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები განიხილეს.

ვრცლად...
საჯარო დებატები ნარკოპოლიტიკის თემაზე
2016 წლის 27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისში მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე: „ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა“. დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ სახალხო დამცველის ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელი გიორგი ლაბაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ზვიად ოქროპირიძე და არასამთავრობო ორგანიზაციაზიანის შემცირების ქსელისწარმომადგენელი კახაბერ კვაშილავა. დებატებს მოდერაცია გაუწია სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
ვრცლად...
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პალტფორმის დაფუძნება;26 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების გეგმები;

17 მაისს, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სამდივნოს ოფისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორი მნიშვნელოვანი საკითხი:

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პალტფორმის დაფუძნება;

26 ივნისს „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“-ს დაგეგმილი ღონისძიების გეგმები;

ვრცლად...
საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის დაფუძნება
27 აპრილს საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდა. პლატფორმის შექმნის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე დაინტერესებულმა მხარეებმა რუმს ჰოთელ თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: კოკა ლაბარტყავა, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარე, კახა კვაშილავა, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის დირექტორი, დავით ოთიაშვილი, ალტერნატივა ჯორჯიას დირექტორი, დავით ვადაჭკორია, ნარკოლოგიური კლინიკა ნეოგენის  დირექტორი და ბექა წიქარიშვილი, თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელი.  
ვრცლად...
თანასწორგანმანათლებელთა მხარდაჭერაზე დაფუძნებული მკურნალობის საპილოტე პროექტი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის

25 აპრილს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში შეხვედრა გაიმართა, სადაც ‘მსოფლიო ექიმები საფრანგეთი’ - საქართველოს წარმომადგენლობის (MdM) მიერ წარმოდგენილი იქნა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის თანასწორგანმანათლებელთა მხარდაჭერაზე დაფუძნებული მკურნალობის საპილოტე პროექტის წინასწარი შედეგები. შეხვედრას ზიანის შემცირების ქსელში შემავალი ორგანიზაციების რეგიონალური და თბილისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვრცლად...
მე-5-ე საერთაშორისო კონფერენცია აივ/შიდსზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის
ამა წლის 23-25 მარტს  მოსკოვში გაიმართა მე-5-ე საერთაშორისო კონფერენცია აივ/შიდსზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. კონფერენციას ესწრებოდა 2,500-ზე მეტი დელეგატი სხვადასხვა ქვეყნებიდან, საქართველოდან მონაწილეობდა 2 წარმომადგენელი: მაკა გოგია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, გლობალური ფონდის პროგრამის დირექტორი და მანანა სოლოღაშვილი, ა/ო ,,ჰეპა+“ 
ვრცლად...
აივ/შიდსის საერთაშორისო კონფერენცია

ზიანის შემცირების პროგრამის დირექტორმა მაკა გოგიამ მონაწილეობა მიიღო აივ/შიდსის საერთაშორისო კონფერენციაში (The annual Conference on Retroviruses and Opportunistic Infections (CROI) და ქალებისადმი მიძღვნილ მე-6 საერთაშორისო ვორქშოფში (6th International Workshop on HIV & Women), რომელიც გაიმართება ქ.ბოსტონში ამა წლის 20-25 თებერვალს. 

ვრცლად...
წიწვებისგან კუსტარულად დამზადებული ხსნარების ინექციური მოხმარება და მისგან გამოწვეული ზიანი - სამუშაო შეხვედრა
4 თებერვალს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა არსებული ნარკოსცენის, კერძოდ კი ბოლო პერიოდში .. წიწვებისგან კუსტარულად   დამზადებული ხსნარების ინექციური მოხმარების  და მისგან გამოწვეული ზიანის განხილვას. სამუშაო შეხვედრას, რომელსაც ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის  შიდსის პროგრამის დირექტორი მაკა გოგია უძღვებოდა ესწრებოდნენ ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბენეფიციარები, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლები, ნარკოლოგები.
ვრცლად...
შს მინისტრის მოადგილეები „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

2015 წლის 29 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ შსს მინისტრის მოადგილეები: -ნი ბესო ამირანაშვილი და არჩილ თალაკვაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ირმა ხონელიძე, ქეთი სტვილია, სანდრო ასათიანი, გიორგი სოსელია და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა (GHRN) და ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისწარმომადგენლები (GeNPUD).

ვრცლად...
Региональная программа «Снижение вреда работает – обеспечьте финансирование!»
Региональная программа «Снижение вреда работает – обеспечьте финансирование!» была разработана Евразийской сетью снижения вреда (ЕССВ) по приглашению Глобального фонда по борьбе со СПИДом, туберкулезом и малярией (Глобальный фонд) принять участие в конкурсе в качестве кандидата первого этапа Новой модели финансирования. Цель и задачи программы направлены на снижение темпов распространения эпидемии ВИЧ-инфекции в Восточной Европе и Центральной Азии посредством активизации усилий по адвокации в области снижения вреда. Один из приоритетов программы – укрепление систем сообществ людей, употребляющих наркотики, в том числе людей, живущих с ВИЧ.
ვრცლად...
1 დეკემბერი - შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

   1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიცია სათავეს გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს. 1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა  გამოცხადებული შიდსის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობის შესახებ. 

ვრცლად...
ტრენინგი: : „ეფექტური რისკ კონსულტირება ზიანის შემცირების პროგრამებში“
29-31 ოქტომბერს, დაბა ბაკურიანში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე : „ეფექტური რისკ კონსულტირება ზიანის შემცირების პროგრამებში“. ტრენინგი ჩატარდა ა(ა)იპ „ჰეპა პლიუსის“ და ა(ა)იპ „ახალი ვექტორის“ თბილისის და რუსთავის სერვის ცენტრების სოციალური მუშაკებისა და ნკტ კონსულტანტებისათვის. 
ვრცლად...
მრგვალი მაგიდა - `ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა`
10 ნოემბერს GHRN სა  და GeNPUD ის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საკრებულოს დეპუტატებმა, მერიის, პარლამენტის, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის, ნარკოლოგიის ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ჩვენი მიზანი იყო სახელისუფლებო სტრუქტურებს, არასამთავრობო სექტორსა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ინიცირება ნარკოპოლიტიკასა და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენის, გადაჭრის და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ვრცლად...
ტრენინგი: „ზიანის შემცირების სერვისების მიწოდება მობილური ამბულატორიის ბაზაზე“
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ 3-4 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ ქსელის სუბ.კონტრაქტორი ორგანიზაციების მობილური ამბულატორიების თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ზიანის შემცირების სერვისების მიწოდება მობილური ამბულატორიის ბაზაზე“, რომელსაც უძღვებოდნენ ტრენერები საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომიდან“ კახაბერ კეპულაძე და ლაშა კასრელიშვილი.
ვრცლად...
31 აგვისტო - ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

საადვოკაციო კამპანია  „ჩემი რეპრესია, შენი რეგრესიას“ ფარგლებში „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართელოს ქსელისა“ (GeNPUD) და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით 2015 წლის 31 აგვისტოს „ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით გაიმართა ეროვნული კამპანია, რომლის ძირითადი გზავნილი იყო:  რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ზრდის ზედოზირებით გარდაცვალების რისკს !  

გადავარჩინოთ სიცოცხლე !

ვრცლად...
რეგიონული დიალოგი “გზა წარმატებისკენ”

2015 წლის 28-30 სექტემბერს ქ. თბილისში გაიმართა მაღალი დონის რეგიონული დიალოგი

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში აივისა და ტუბერკულოზის

პასუხის ადგილობრივ დაფინანსებაზე წარმატებით გადასვლის შესახებ - “გზა წარმატებისკენ”

ვრცლად...
აივ-შიდსის რეგიონალური კონფერენცია რუსეთში არ უნდა იმართებოდეს!
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის აივით დაზარალებული ჯგუფები, პროტესტს გამოთქვავენ აივ შიდსის რეგიონალური კონფერენციის რუსეთში გამართვის თაობაზე
ვრცლად...
`ქუჩის ნარკოტესტირება` - მანკიერი პრაქტიკა
2015 წლის 10 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ ოფისის ტერიტორიაზე ყველანაირი საფუძვლის გარეშე შემოიჭრნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები. როგორც მოგვიანებით გაირკვა ისინი იყვნენ ძველის თბილისის სამართველოს მე-3 განყოფილების პოლიციის თანამშრომლები. 
აღნიშნულ დროს ორგანიზაციის ოფისში მიმდინარეობდა შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან - მსოფლიო ექიმები საფრანგეთი (MDM) და ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF).
ვრცლად...
სამუშაო შეხვედრა ეროვნული საადვოკაციო გეგმის შემუშავების მიზნით

2015 წლის 12 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში"-ში რეგიონალური პროექტის „ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ!“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ეროვნული საადვოკაციო გეგმის შემუშავების მიზნით. 

ვრცლად...
2015 წელი – C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი
დავით სერგეენკოს თქმით, 2015 წელი მთავრობისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. 2015 წლის მთავარი გამოწვევა მთვარობისთვის საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაციაა. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება
ვრცლად...
Georgian Harm Reduction Network seeks an International Consultant

Assessment of Needle and Syringe program in Georgia

In the framework of the Global Fund supported Project  

“Delivering HIV prevention services to People who Injects Drugs”

ვრცლად...
2014 წლის 1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნა
2014 წლის 1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნა ერთობლივი ეროვნული კამპანიით, რომელსაც კოორდინაციას უწევდა აივ პრევენციის სამუშაო ჯგუფი - PTF” და მისი სამდივნო კავშირი „ახალი ვექტორი“ კამპანიის ძირითად გზავნილის წარმოადგენდა - დავიყვანოთ ნულამდე: ნული ახალი ინფექცია, ნული დისკრმინაცია, ნული სიკვდილიანობა; გამოწვევების საპასუხოდ!
 
ვრცლად...
1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე
1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე - ლოზუნგით დავიყვანოთ ნულამდე - ნული ახალი ინფექცია,ნული დისკრიმინაცია,ნული ლეტალობა დღის ასაღნიშნავად ქ.ბათუმის სამედიცინო აკადემიაში შედგა შეხვედრა სტუდენტებთან.
ვრცლად...
მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე `აივ ინფექცია/შიდსი- დავიყვანოთ ნულამდე: გამოწვევები, პრიორიტეტები`.
2014 წლის 27 ნოემბერს , ასოციაცია "ქსენონის" ოფისში, მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე "აივ ინფექცია/შიდსი- დავიყვანოთ ნულამდე: გამოწვევები, პრიორიტეტები". შეხვედრა ჩატარდა სამეგრელოს რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალისთვის, აივ-ზე ტესტირების ევროპული კვირეულის ფარგლებში.
ვრცლად...
„ვისაუბროთ აივ–ზე, ჩავიტაროთ ტესტირება აივ–ზე“

  21  ნოემბერს  სტარტი აიღო ევროპის აივზე ტესტირების კვირეულმა, რომელიც გასტანს 28 ნოემბრის  ჩათვლით და მას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უერთდება.ტესტირების კვირეულის სლოგანია: „ვისაუბროთ აივ–ზე, ჩავიტაროთ  ტესტირება აივ–ზე“. კვირეულის მიზანია უფრო მეტმა  ადამიანმა გაიგოს საკუთარი აივ–სტატუსი და თავიდან იქნას აცილებული შორსწასული შემთხვევების დროს დიაგნოზის დადგენა, ასევე მოხდეს აივ–ზე ტესტირების პოპულარიზაცია.  

ვრცლად...
ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის რეგიონალური ადვოკაციის სტრატეგია
2014 წლის 28 ოქტომბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის რეგიონალური ადვოკაციის სტრატეგიისა და CEDAW-ს კომიტეტის ნარკომომხმარებელ ქალთა მიმართ გამოთქმული რეკომენდაციების განხილვას
ვრცლად...
ტენდერი ლამპების, პირველადი დახმარების ჩანთების შესყიდვაზე
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი "აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის" პროგრამის "საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით"  პროექტის "ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება"  ფარგლებში გეგმავს ბაქტერიოციდული ლამპებისა და პირველადი დახმარების ჩანთების შესყიდვას.
ვრცლად...
ტრენინგი ექიმებისთვის: ნარკოტიკული ზედოზირება და მისი მართვა
2014 წლის 27-28 სექტემბერს, ანაკლიაში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი სამეგრელოს რეგიონის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალისთვის თემაზე: ნარკოტიკული ზედოზირება და მისი მართვა. ტრენინგის ორგანიზატორი იყო ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონი".

 

ვრცლად...
ტრენინგი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის
2014 წლის 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს  კაჭრეთში ,ვროკავშირის პროექტის  “მტკიცებულებებზე  დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში”, ფარგლებში გაიმართა ტრენინგი.. ტრენინგის თემა იყონარკოტიკული საშუალებების არასამედიცინო მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის საკითხებზე და წამალდამოკიდებულთა უფლებათა დარღვევებზე, სტიგმასა და დისკრიმინაციაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
ვრცლად...
ვაკანსია
არასამთავრობო ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი", გლობალური ფონდის პროექტის "ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების მოცვის გაფართოება აივ/შიდსზე პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების გზით" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის თანამდებობაზე
ვრცლად...
ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის პეტიციას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
2014 წლის 26 ივნისს “ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის” მიერ წარდგენილ პეტიციას, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
ვრცლად...
ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ!
2014 წლის 17-19 სექტემბერს კაჭრეთში,  გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზიანის შემცირება მუშაობს- დააფინანსეთ!“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ზიანის შემცირების სერვისების შეფასების მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით. 
ვრცლად...
ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს“ - ნარკოტიკების მომხამრებელთა საქართველოს ქსელმა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა ჩაატარეს საადვოკაციო კამპანია სახელწოდებით - „გადავარჩინოთ სიცოცხლე“.კამპანიის მიზანს წარმოადგენდა ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ინფორმირება და ცნობიერების ამაღალება ზედოზირების პრევენციასა და მის მართვასთან დაკავშირებით

ვრცლად...
ტრენინგი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში “მტკიცებულებებზე და დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში”, იწვევს ჟურნალისტებსა და ბლოგერებს ორდღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
ვრცლად...
ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება მოეხსნა
შრომის, ჯანმრთელოს და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგენკოს ბრძანებით, სამედიცინო პერსონალი ვალდებული აღარ არის პოლიციას ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევების შესახებ აცნობოს.
ვრცლად...
გაერო საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმირებისთვის სავალდებულო რეკომენდაციებს აქვეყნებს
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა და ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელმა ქალთა წინააღმდეგ ყოველგვარი ძალადობის აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტებში წარადგინეს ჩრდილოვანი ანგარიშები 2014 წლის მაისში
ვრცლად...
2014 წლის 28 ივლისს ჩვენ ავირჩიეთ სიცოცხლე
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. წლევანდელი კამპანია კვლავ სახელმწიფო ორგანოებზეა მიმართული, ვინაიდან, ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა არ არის საკმარისი სიცოცხლისათვის. კერძოდ, პაციენტებისთვის შეთავაზებული ფასდაკლების პროგრამა არ არის ის არჩევანი, რომელიც პაციენტს სიცოცხლის საშუალებას მისცემს
ვრცლად...
მრგვალი მაგიდა – ,,მკურნალობა დასჯის ნაცვლად“
2014 წლის 17 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ,,ახალი გზა“, ,,ახალი ვექტორი“, ,,ჰეპა პლუსი“ და ,,აკესო“  გამართეს მრგვალი მაგიდა სახელწოდებით – ,,მკურნალობა დასჯის ნაცვლად“. ღონისძიება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში განხორციელდა .
ვრცლად...
ნარკოპოლიტიკა, ადამიანის უფლებები და ქართული რეალობა გაეროში
გასულ კვირას გაეროს ორმა სხვადასხვა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშები ადამიანის უფლებების შესახებ. სხვა მრავალ კითხვას შორის რომლითაც კომიტეტების წევრები დაინტერესდნენ იყო კითხვები ნარკოპოლიტიკისა და ადამიანის უფლებების, ფულის გამოძალვისა და პოლიციის მიერ ძალაუფლების გადამეტების შესახებ იმ პირთა მიმართ რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.  რამდენადაც საქართველოს მთავრობა ცდილობდა სრულყოფოლად და ამომწურავად ეპასუხა დასმული კითვხებისათვის, რიტორიკული განცხადებები და ზოგადი დაპირებები კვლავაც სტოვებდა შთაბეჭდილებას რომ საქართველო როგორც ქვეყანა, კვლავაც შორს არის ადამიანის უფლებების იმპლემენტაციისგან ნარკოპოლიტიკის ჩარჩოებში.
ვრცლად...
C ჰეპატიტის კამპანიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
 4-5 ივლისს კაჭრეთში, გაიმართა სამუშაო ჯგუფის  შეხვედრა, სადაც დაიგეგმა 2014 წლის C ჰეპატიტის კამპანია. კამპანიის მიზანია C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნა. კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობას იღებდენენ პაციენტთა საკონსულტაციო საბჭოს (GeCAB) და ზიანის შემცირების ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც C ჰეპატიტის სფეროში ახორციელებენ მიმდინარე პროექტებს. 
ვრცლად...
აქცია საქართველოს პარლამენტთან
26 ივნისს „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ ნარკოტკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა  გამართა საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან საადვოკაციო კამპანია „ჩემი რეპრესია - შენი რეგრესია“-ს ფარგლებში. აქციის მთავარი გზავნილი იყო: კანონი კლავს! მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად
ვრცლად...
ვაკანსია

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, აცხადებს ვაკანსიებს ფინანსური ექსპერტის და მონიტორინგის და შეფასების კონსულტანტის პოზიციაზე.  

 

 

ვრცლად...
აქცია ვარდების მოედანზე
ევროკომისიის პრეზიდნტ ჟოზე მანუელ ბაროზოს ვიზიტთან დაკავშირებით „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა“ - GeNPUD გამართა აქცია საქართველოში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში. აქცია გაიმართა 13 ივნისს 10:00 სთ-ზე ვარდების მოედანზე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ -ს მიმდებარე ტერიტორიაზე
ვრცლად...
უფლებათა დარღვევების დოკუმენტირების ტრენინგი
2014 წლის 1-2 მაისს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისმტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოშიფარგლებში გაიმართა უფლებათა დარღვევების დოკუმენტირების ტრენინგი
ვრცლად...
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
 2013 წლის 4 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. 
ვრცლად...
შიდსის მსოფლიო დღის ეროვნული კამპანია
2013 წლის 1 დეკემბერს გაიმართა ეროვნული კამპანია შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. კამპანიის სლოგანი იყო- "დავიყვანოთ ნულამდე: ნული ახალი ინფექცია, ნული დისკრიმინაცია, ნული ლეტალობა".   
ვრცლად...
ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია

2013 წლის 24 ნოემბერს სათემო ორგანიზაციების ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  „ქუჩის ნარკოტესტირების“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია გაიმართა. 

ვრცლად...
ნარკომანიის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა" 27 მაისს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ოფისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ნარკომანიის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას.  
ვრცლად...
წამალდამოკიდებულ პატიმართა რესოციალიზაცია
 2013 წლის 24 აპრილსზიანის შემცირების საქართველოს ქსელმაევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ზიანის შემცირებარეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა
ვრცლად...
20.02.2013 გამოფენა ,,შედი ჩემს მდგომარეობაში’’
ოთხი ნარკომომხმარებელი ქალის ცხოვრება, ოთხ  ჩვეულებრივ ოთახში, მათი პირადი ნივთები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები,გადაღებული ფოტოები - ეს ის ჩამონათვალია, რისი ნახვის   საშუალებაც სტუმრებს მიეცათ.
ვრცლად...
20.03.2013 ადვოკაციის სკოლა
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდა ადვოკაციის სკოლა
ვრცლად...
12.02.2013 სამუშაო შეხვედრა - წამალდამოკიდებულების პრობლემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
12 თებერვალს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ზიანის შემცირება- რეპრესიული თუ  მტკიცებულებებზედამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობასაქართველოში’’- ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ვრცლად...
20.02.2013 გამოფენა ,,შედი ჩემს მდგომარეობაში’’
ოთხი ნარკომომხამრებელი ქალის ცხოვრება, ოთხ ჩვეულებრი ოთახში, მათი პირადი ნივთები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, გადაღებული ფოტოები – ეს ის ჩამონათვალია, რისი ნახვის საშუალებაც სტუმრებს მიეცათ.აქციის მიზანი იყო საზოგადოებას მარკომომხმარებელ ქალთა მდგომარეობაში შესვლისკენ უბიძგოს.
ვრცლად...
20.03.2013 ადვოკაციის სკოლა
ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდა ადვოკაციის სკოლა
ვრცლად...
სამუშაო შეხვედრა - წამალდამოკიდებულების პრობლემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

12 თებერვალს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ზიანის შემცირება- რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში’’- ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა ნარკომომხმარებელთა პრობლემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და წამალდამოკიდებულ პრობაციონელთა რესოციალიზაცია იყ

ვრცლად...
01.12.2012 შიდსის მსოფლიო დღე
1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. წლევანდელი კამპანიის სლოგანია - “დავიყვანოთ ნულამდე: ნული ახალი ინფექცია, ნული დისკრიმინაცია, ნული ლეტალობა”. აივ/შიდსის  პრევენციის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სფეროში მომუშავე 30 ორგანიზაციას აერთიანებს, ყოველწლიურად აღნიშნავს შიდსის საერთაშორისო დღეს.
ვრცლად...
30.11.2012 ტრენინგი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის
29-30 ნოემბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის.
ვრცლად...
13.11.2012 „დოჰას დეკლარაციის“ 11 წლისთავი
13 ნოემბერს „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა“, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის „დოჰას დეკლარაციის“  მე-11 წლისთავი აღნიშნა.  
ვრცლად...
12.10.2012 თემის საადვოკაციო ჯგუფების ტრენინგი ადვოკაციის თემაზე
2012 წლის 10-12 ოქტომბერს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისდა ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში“,  ფარგლებში,  გაიმართა  ტრენინგი ადვოკაციის თემაზე.
ვრცლად...
31.08.2012 ზედოზირების საერთაშორისო დღე
2001 წელს ავსტრალიაში, შპრიცების გაცვლის პროგრამის მენეჯერი, სალი ფინი, ზედოზირებით დაღუპული ოჯახის წევრების მძიმე განსაცდელმა დააფიქრა.
ვრცლად...
10.08.2012 თვითდახმარების ჯგუფების შეხვედრები

თვითდახმარების ჯგუფების მეოთხე შეხვედრაზე ნარკოტიკების კონტროლის ისტორია, ნარკოსიტუაცია საქართველოში და მკურნალობა-რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები განიხილეს. ყოფილი მომხმარებლების ჯგუფში წამალდამოკიდებულებასა დათანასწორთა განათლეაზე ისაუბრეს.

ვრცლად...
28.07.2012 სიცოცხლის ღირებულება მკურნალობის ფასზე მეტია

28 ივლისს ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე უკვე მეორე წელია აღინიშნება და C ჰეპატიტის პრობლემის მოგვარებას ემსახურება. შარშან კამპანიის მიზანი საზოგადოების ინფორმირება იყო, წელს კი  მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

ვრცლად...
30.07.2012 თვით-დახმარების ჯგუფების შეხვედრები
2012 წლის 27 აპრილს თვით-დახმარების ჯგუფებმა მოაწყვეს შეხვედრა, სადაც მოხდა ლიდერების იდენტიფიცირება, ჯგუფის მუშაობის წესების განსაზღვრა და შეხვედრების თემატური პროგრამის შემუშავება. 
ვრცლად...
28.06.2012 ცვლილებები საქართველოს ნარკოკანონმდებლობაში
2012 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მე-3 პლენარული მოსმენით დაამტკიცა საქართველოს ნარკოკანომდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების პაკეტი. პაკეტს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.  
ვრცლად...
27.04.2012 თვით-დახმარების ჯგუფების ტრენინგი
2012 წლის 24-26 აპრილს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში გაიმართა 3-დღიანი ტრენინგი   თემაზე -  კომუნიკაცია, ლიდერობა და ფასილიტაცია. 
ვრცლად...
28. 03. 2012 შეხვედრა ნარკოპოლიტიკის საკითხებზე
2012 წლის 27-28 მარტს, ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით და „ალტერნატივა ჯორჯიასს”, „მეინლაინ ფაუნდეიშენისა’’ და საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომის”  ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში’’ ნარკოპოლიტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა
ვრცლად...
15.03.2012 ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა
2011 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის და დებულების დამტკიცების შესახებ
ვრცლად...
11.03.2012 თვითდახმარების ჯგუფები
 

2012 წლის 9, 10 და 11 მარტს, ზიანის შემცირეების საქართველოს ქსელის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ზიანის შემცირება - რეპრესიული თუ მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა: თემის გაძლიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებული პოლიტიკის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში რეგიონებში ვიზიტი გაიმართა.   

ვრცლად...
17.02.2012 დროპ-ინ ცენტრი

2012 წლის 17 თებერვალს, საერთაშორისო ორგანიზაციის „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი” ინიციატივითა და ასევე „გლობალური ფონდის”, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს” და ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალი ვექტორი” პირველი სრულყოფილი დროპ-ინ ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა.

ვრცლად...

ეს ვებგვერდი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამ ამ ვებგვერდის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი ყველა უფლება დაცულია - ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი 2013
სიახლეებიქსელის ისტორიაქსელის წევრი ორგანიზაციებიბმულები და რესურსებიკონტაქტი